დღეს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს მოგების შემთხვევაში, ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს, რომელიც გერმანიაში გაიმართება. ამასთან, გუნდი უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს.
უკვე ცნობილია ფეხბურთელების ის ძირითადი შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ეროვნული ნაკრები წარდგება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ესენი იქნებიან:
რაც შეეხება სათარიგოს: ლორია, გუგეშაშვილი, გველესიანი, ლოჩოშვილი, ნიტაიშვილი, კანკავა, გოჩოლეიშვილი, ალთუნაშვილი, კვეკესკირი, ქვილითაია, მიქაუტაძე, დავითაშვილი