„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, 2024 წლის თებერვალში თბილისში 725 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ძველი ბინების გაყიდვების მაჩვენებელი იგივე ნიშნულზეა, რაც გასული წლის თებერვალში, კერძოდ, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში დედაქალაქში 2 633 ბინა გაიყიდა.
კვლევის თანახმად, ახალი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 9%-ით გაიზარდა, ხოლო ძველი ბინების ფასი 5%-ით. მიუხედავად წლიური ზრდისა, თებერვალში ახალი ბინების ფასი 3.1%-ით გაიზარდა, ძველის კი 0.7%-ით შემცირდა.
თებერვალში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა 43% შეადგინა, 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 5%. მიმდინარე წლის თებერვალში დედაქალაქში 1 კვადრატული ძველი ბინის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1,240 დოლარი, ხოლო ახლის - 1,060 დოლარი იყო.