მსოფლიოში არსებობენ ბავშვები, რომელთა წმინდა ქონება მილიონობით და მილიარდობით დოლარიც კი არის. მათმა უმეტესობამ ეს უზარმაზარი სიმდიდრე, მემკვიდრეობით მშობლებისგან მიიღო.
1. პრინცესა შარლოტა
პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ერთადერთი ქალიშვილის ქონება 5 მლრდ დოლარია. ის არის სამეფო ტახტის რიგით მეოთხე მემკვიდრე.
2. პრინცი ჯორჯ ლუი
დიდი ბრიტანეთის პრინცის ქონება 3 მლრდ დოლარია. იგი კემბრიჯის ჰერცოგის, პრინც უილიამის უფროსი ვაჟიშვილია.
3. ბლუ აივი კარტერი
მისი ქონება 1 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ის აშშ-ის ყველაზე მდიდარი ბავშვია. ბლუ აივი აშშ-ის უმდიდრესი მუსიკოსების - ბიონსესა და ჯეი ზის ოჯახში დაიბადა.
4. სური კრუზი
სური ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბავშვია მსოფლიოში. ჰოლივუდის მსახიობების, ტომ კრუზისა და კეიტ ჰოლმსის ქალიშვილი ამ დროისთვის 800 მლნ დოლარს ფლობს.
5. სტორმი ვებსტერი
კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის ქალიშვილი. ბავშვის კუთვნილი კაპიტალი ამ მომენტისთვის 726 მლნ დოლარია.