ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს 2 265 დოლარს მიაღწია - რამ გამოიწვია აქტივის ფასის უეცარი ზრდა

ოქროს ფასმა დღეს ახალი რეკორდი დაამყარა, რაც აშშ-ის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, ოქროს, როგორც უსაფრთხო და სტაბილური აქტივის მიმზიდველობა საერთაშორისო ბაზარზე ყოველდღურად იზრდება.

Spot ბირჟაზე ოქროს ფასი 1.32%-ით გაიზარდა და 2 265.53 დოლარს მიაღწია, ხოლო Futures-ზე ოქროს 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ერთი უნცია 2 286.39 დოლარად ივაჭრებოდა.

„ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ამაღელვებელი მომენტია ოქროსთვის. ალბათ, ბაზრის მთავარი სპეკულანტები ნამდვილად ენდობიან ოქროს, როგორც აქტივს და კომფორტს სწორედ მასში ხედავენ“, - განაცხადა ჯოზენ კავატონმა, მსოფლიოს ოქროს ბაზრის სტრატეგმა.

ბაზრის დამკვირვებლები აშშ-ის ფედერალური სარეზერვო განაკვეთების შემცირებას მაისში, ან ივნისში ელოდებიან.

წინა კვირის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, Fed-ის ძირითადი ინფლაციის მაჩვენებელი თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.8%-ით გაიზარდა.

ბაჩანა ტყემალაძე