ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა - რა თანხა შევიდა ბიუჯეტში დაცული ტერიტორიებიდან

2023 წელს, 2022 შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს დაცულ ტერიტორებს 1 078 112 ვიზიტორი ეწვია.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი სტუმარი (21%) პრომეტეს ღვიმეს ჰყავდა, 230 677 ვიზიტორი. შემდეგ პოზიციაზეა მარტვილის კანიონი - 228 998 სტუმრით (21%) და სათაფლია 96 956 ვიზიტორით (9%).

უფრო კონკრეტულად, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ასე გამოიყურება:

434184959-1483369635578384-191551122014155400-n-1711957504.jpg

რაც შეეხება 2023 წელს ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულ შემოსავლებს, 10 447 166 ლარი შეადგინა, რაც წინა 2022 წლის მაჩვენებელთან (8 314 439 ლარი) შედარებით დაახლოებით 26% -ით არის გაზრდილი.

დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები ნაწილდება შემდეგნაირად:

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები - დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული შემოსავლების 54%.

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლები - დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული შემოსავლების 42%.

ნინი ქეთელაური