რა მომსახურებები გაძვირდა მარტში - საქსტატი

2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად გთავაზობთ მომსახურებებს, რომელიც წელს მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 52,95%
  • ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 41,66%
  • მღებავის მომსახურება – 29,01%
  • სანტექნიკოსის მომსახურება – 18,37%
  • ავტომობილის შეკეთება – 15,76%
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 11,24%
  • ავტომობილის ზეთისა და ფილტრის შეცვლა – 6,78%
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) – 5,68%
  • მამაკაცის თმის შეჭრა – 5,23%