Tasteatlas-ის მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძში ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, მწვადი და შემწვარი წიწილა მოხვდა. რეიტინგში ხინკალი 29-ე, აჭარული ხაჭაპური 55-ე, მწვადი 66-ე, ხოლო წიწილა 92-ე ადგილზეა.
„ხაჭაპური არის ყველაზე ცნობილი კერძი საქართველოში. არსებობს ხაჭაპურის რამდენიმე ტიპი. ყველაზე გავრცელებულია იმერული და აჭარული ხაჭაპური, რომელიც მზადდება ყველის, კარაქისა და უმი კვერცხისგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მსოფლიოს 100 კერძი შეირჩა 10 927 კერძიდან 395 205 მომხმარებლის შეფასების საფუძველზე.