ბიზნესის წარმატებისთვის ორიგინალური იდეის გარდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შეფუთავ და გაყიდი იდეას. როგორ მოიზიდავ საზოგადოებას და წარმართავ მარკეტინგს.
სწორედ ასე გახდა რამდენიმე კომპანია დღეს გლობალური ბრენდი. მათ თავდაპირველად იდეა “მოიპარეს“, სხვაგვარად შეფუთეს და დღეს ეკონომიკის ამინდს ქმნიან.
წარმოგიდგენთ 4 გიგანტურ კომპანიას, რომლებმაც წარმატებას სხვისი იდეით მიაღწიეს:
Alando and eBay
ბიზნესის კოპირების ალბათ საუკეთესო წარმომადგენლები არიან ძმები- ალექსანდრე, ოლივერი და მარკ სამვერები. მათ უწოდეს "კლონის მეფეები", რომლებიც თავიანთ წარმატებას აშენებენ არსებული მაღალი მზარდი ვებ კომპანიების კოპირებით.
1998 წელს მარკ სამვერმა, რომელიც ცხოვრობდა სან-ფრანცისკოში ნახა, რომ eBay საკმაო წარმატებით სარგებლობდა. მან ელექტრონული ფოსტა გაუგზავნა eBay-ს და სთხოვა, ნებართვა, რომ eBay გერმანიაში გაეშვა. თუმდა დიდი დრო გავიდა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. ამის შემდეგ მარკმა და მისმა ძმებმა გადაწყვიტეს შეექმნათ eBay-ის კლონი.
1999 წლის თებერვალში მათ გამოუშვეს Alando - eBay-ის გერმანული ვერსია. სამ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, eBay-მ Alando 43 მილიონ დოლარად იყიდა.
Instagram and Snapchat
ჯერ კიდევ 2015 წელს, Facebook-ის მფლობელები შეშფოთებულები იყვნენ იმით, რომ ისინი კარგავდნენ მომხმარებლებს Snapchat-ის გამო.
სოციალური მედიის მომხმარებლები მაშინ მასიურად გადავიდნენ Snapchat-ზე. მომხმარებლებს Snapchat Stories ფუნქცია იზიდავდა. იქ გამოქვეყნება მარტივი იყო და მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა გადაეღოთ მეტი რეალისტური კადრები, მარტივად დაარედაქტირათ ფილტრებითა და ეფექტებით. რაც მთავარია, ისტორიები გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრებოდა.
2013 წელს მარ ცუკერბერგმა ამ ფუნქციის უფლებების შესაძენად Snapchat-ს 3 მილიარდი დოლარი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. შესაძლოა, ამ უარყოფამ განაპირობა ის, რომ მისმა გუნდმა გამოუშვა Snapchat Stories-ის ასლი ფეისბუქზე და მოგვიანებით სხვა პლატფორმებზეც.
2016 წლის აგვისტოში გამოვიდა Instagram Stories. Instagram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ სისტრომმაც კი აღიარა "ქურდობა". Instagram Stories-მა Snapchat-ის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობას სულ რაღაც რვა თვეში გადააჭარბა. საბოლოოდ Snapchat-ის აქციების ფასმა დიდი დარტყმა მიიღო.
ეს ნაბიჯი ჩაითვალა როგორც სასტიკად, ასევე ბრწყინვალედ.
Xerox and Apple
არ შეიძლება უარვყოთ სტივ ჯობსის გენიალურობა. მისი ერთ-ერთი გენიალური თვისებაა იმის აღიარება, რომ ზოგჯერ ინდუსტრიის სხვა ბიზნესებს უკეთესი პროდუქტები აქვთ და მათ ინტერესებშია გაიმეორონ ისინი.
ალბათ, ყველაზე ცნობილი მაგალითია მის მიერ Xerox-ის ძარცვა.
ჯერ კიდევ 1979 წელს Apple IPO-ზე წარსადგენად ემზადებოდა. იმ დროს Xerox Palo Alto Research Company-ს (PARC)-ს მართავდა. ეს იყო ადგილი, სადაც საუკეთესო ტვინებს შეეძლოთ ახალი იდეების განვითარება.
Xerox-მა ჯობსი და Apple-ის ზოგიერთი ინჟინერი მიიწვიეს დაწესებულებაში და შესთავაზეს გადაეხედათ მათი ერთი ქოლგის ქვეშა გაერთიანებას. თუმცა ინიციატორისთვის ეს შეცდომა აღმოჩნდა. ჯობსმა და მისმა გუნდმა შეამჩნიეს იქ წარმოდგენილი გრაფიკული ინტერფეისი (GUI), რომელსაც დიდი პოტენციალი ჰქონდა. შექმნეს მისი ასლი და ჩართეს თავის უახლეს პროდუქტში - Apple Macintosh.
Xerox-მა Apple-ს ამის გამო უჩივლა და მოითხოვა 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ანაზღაურება. საქმე საბოლოოდ შეწყდა. Apple-მა გაყიდა მილიონობით კომპიუტერი, ხოლო Xerox გაქრა კომპიუტერების ბაზრიდან.
Southwest and Pacific Southwest
Southwest Airlines (SWA) ახლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა მსოფლიოში და ის წარმატებული მისი კონკურენტისგან Pacific Southwest Airlines (PSA) კოპირებით გახდა.
მათი კლონირება მიკრო დეტალებზეც კი გავრცელდა, მაგალითად: როგორიცაა ფრენის სახელმძღვანელოები, რომლებიც სიტყვასიტყვით იყო კოპირებული PSA-დან.
რამდენიმე ცუდმა ბიზნეს გადაწყვეტილებამ და სამწუხარო ავიაკატასტროფამ განაპირობა ის, რომ 1988 წელს PSA დაიშალა. თუმცა მათი ასლი SWA ახლა ინდუსტრიის წარმატებაა.
წყარო: linkedin.com