განახლებული მონაცემების თანახმად, მსოფლიო ბანკი 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.2%-ით ზრდას, ხოლო მომავალ წელს 5%-ით ზრდას პროგნოზირებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბანკი მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.8%-ით, ხოლო 2025 წელს 4.5%-ით ზრდას პროგნოზირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლოდინები განახლებულ პროგნოზში გაზრდილია.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკი სომხეთში 2024 წელს 5.5%-ით ზრდას, ხოლო მომდევნო წელს 4.9%-ით; აზერბაიჯანში მიმდინარე წელს 2.3%-ით და 2025 წელს 2.4-ით; თურქეთში 2024 წელს 3%-იან, ხოლო მომდევნო წელს 3.6%-იან ზრდას, რუსეთში კი წელს 2.2%-ით და 2025 წელს 1.1% ზრდას პროგნოზირებს.