საფრანგეთის კუნძულ Noirmoutier-ზე, საკმაოდ მოკრძალებულ ფართობზე ზღვის მცენარეებითა და სხვა წყალმცენარეებით განოყიერებულ ქვიშიან ნიადაგზე კარტოფილი Le Bonnet მოჰყავთ. პროდუქტის უნიკალური გემო და ტექსტურა სწორედ ამ ნიადაგის დამსახურებაა.
ადგილობრივები კარტოფილი ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე რგავენ, ხოლო მოსავლის აღება აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე მიმდინარეობს.
Le Bonnot-ის კარტოფილი მცირე და საშუალო ზომისაა და ვიზუალურად ის ახალ კარტოფილს წააგავს. მისი კანი ღია ყვითელი ან კრემისფერია, შითავსი კი კრემისებრია. ამ კარტოფილს აქვს ცვილისებრი ტექსტურა, რაც მზა სახით მას იდეალურს ხდის.
ტრადიციულად, კარტოფილის მოსავალს ხელით იღებენ. ფერმერები ფრთხილად თხრიან მიწას სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით.
შრომატევადი კულტივაციისა და შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, Le Bonnotte ფუფუნების ინგრედიენტად ითვლება. კარტოფილის ყიდვა ყველას არ შეუძლია, რადგან ერთი კილოგრამი 40-50 ათასი ევრო ღირს.