იაპონიის მოსახლეობა ერთ წელიწადში რეკორდულად შემცირდა

ერთი წლის განმავლობაში იაპონიის მოსახლეობა 0,69%-ით შემცირდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მოსახლეობა 837 ათასი ადამიანით შემცირდა და 121 193 მლნ შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 15 წლამდე ასაკის ბავშვების წილმა - 11,4%-ს და ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ხანდაზმულების წილმა კი 16,1% შეადგინა.

იაპონიის 47 პრეფექტურიდან მოსახლეობის ზრდა მხოლოდ ერთმა, ტოკიომ აჩვენა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ზედიზედ მეორე წელია იზრდება.

ეკა დარჩიაშვილი