ირანის თავდასხმის გამო, ისრაელი საჰაერო სივრცეს ხურავს, - ამის შესახებ ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციამ განაცხადა.
საჰაერო სივრცე ისრაელის დროით 00:30 საათზე დაიხურება. განცხადებაში საუბარი არ არის იმის შესახებ, თუ როდის განახლდება ფრენები.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ირანმა ისრაელზე დრონებით თავდასხმა დაიწყო. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უწყებამ.