თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი, ქუთაისის წყალარინების პროექტი, 100-მდე სკოლის რეკონსტრუქცია და ა.შ. - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დასავლური ქვეყნების მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების სიას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, პროექტების ჯამური ღირებულება 5,7 მლრდ ლარია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტები:
- ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა - 472 მლნ ლარი
- თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი - 196 მლნ ლარი
- 100-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია - 99 მლნ ლარი
- ვარდნილისა და ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი - 95 მლნ ლარი
- ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო - ლაჯანური - 88 მლნ ლარი
- აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - 42 მლნ ლარი
- თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის 226 ავტობუსის შეძენა - 32 მლნ ლარი
- ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი - 17 მლნ ლარი
- თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი - 14 მლნ ლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროექტები:
- რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა - 579 მლნ ლარი
- ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა - 380 მლნ ლარი
- ქუთაისის წყალარინების (კანალიზაცია) პროექტი - 321 მლნ ლარი
- ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა - 280 მლნ ლარი
- ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა - 135 მლნ ლარი
- ავტობანის ოსიაური-რიკოთი მონაკვეთის მშენებლობა - 120 მლნ ლარი
- ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია - 31 მლნ ლარი
- ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა - 22 მლნ ლარი
- გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის მშენებლობა - 20 მლნ ლარი
ევროკავშირის პროექტები:
- ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება - 270 მლნ ლარი
- აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროგრამა - 118 მლნ ლარი
- ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი - 117 მლნ ლარი
- თბილისის 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია (E5P) - 39 მლნ ლარი
- გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება - 35 მლნ ლარი
- მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია (E5P) - 22 მლნ ლარი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, სახელმწიფო ბანკი) პროექტები:
- იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - 322 მლნ ლარი
- ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიაცია - 158 მლნ ლარი
- საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება - 150 მლნ ლარი
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება - 130 მლნ ლარი
- ხელედულა-ლაჯანური-ონის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება - 123 მლნ ლარი
- მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა კახეთში და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 71 მლნ ლარი
- კახეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება - 26 მლნ ლარი
მსოფლიო ბანკის (ძირითადი დონორები აშშ, ევროკავშირი, იაპონია) პროექტები:
- ავტობანის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა - 230 მლნ ლარი
- 60-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა - 131 მლნ ლარი
- ელექტროგადამცემი ხაზი ჯვარი-წყალტუბო - 61 მლნ ლარი
- მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 35 მლნ ლარი
- გარდაბნის, დმანისის, თიანეთის, სიღნაღის და ადიგენის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების და გზების რეაბილიტაცია - 20 მლნ ლარი
აზიის განვითარების ბანკის (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) პროექტები:
- რეგიონებში საბავშვო ბაღების, სპორტული და ახალგაზდულო ცენტრების მშენებლობა -რეაბილიტაცია - 159 მლნ ლარი
- ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა - 110 მლნ ლარი
- ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 95 მლნ ლარი
- წყალმომარაგების გაუმჯობესება გუდაურში, მარნეულში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში და სხვა მუნიციპალიტეტებში - 81 მლნ ლარი
- ახალი შუქნიშნების შეძება თბილისისთვის, მეტროს იერსახის გაუმჯობესება - 80 მლნ ლარი
- ქვემო სამგორის მაგისტრალური სარწყავი არხის მოდერნიზება - 52 მლნ ლარი
- ავტობანის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა - 40 მლნ ლარი
- რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 35 მლნ ლარი
- ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა - 25 მლნ ლარი
- ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა - 18 მლნ ლარი