სასტუმრო „ახალციხე ინნს“ ახალი საოპერაციო მენეჯერი ჰყავს

სასტუმრო „ახალციხე ინნს“, რომელიც სასტუმროების ქსელში „ინნ ჰოსფითალითი“ შედის, ახალი საოპერაციო მენეჯერი ჰყავს.

გიგა ჭაავა „ინნ ჰოსფითალითის“ გუნდს ახლახან შეუერთდა. საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმროში მას სტუმრებისთვის მაღალი დონის სერვისის და ობიექტის გამართულად ოპერირების უზრუნველყოფა ევალება.

გიგას 10 წელზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს სტუმარმასპინძლობის სფეროში. საქართველოს რამდენიმე საერთაშორისო დონის სასტუმროში ის სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.

მომსახურების სფეროს სხვადასხვა მიმართულების შესახებ გიგა ჭაავას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგ კურსი აქვს გავლილი.

„შემოთავაზების დღიდან მივხვდი, რომ პროფესიონალთა გუნდთან მქონდა ურთიერთობა, რაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემთვის. სიამოვნებით მივიღე შეთავაზება და ძალიან მიხარია, რომ დღეს ამ გუნდის ნაწილი ვარ.

მე ამ რეგიონში გავიზარდე და „ახალციხე ინნ"-მა სრულიად ახალ ჭრილში დამანახა ახალციხე. ჩვენი სასტუმროს ინტერიერი „ვეფხსიტყაოსნის“ და თამარ მეფის ილუსტრაციებით არის გაფორმებული, რაც ძალიან მიმზიდველია არა მარტო უცხოელი ტურისტისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

poto-tekstshi-1713267250.jpg

ამავდროულად, რეგიონში გაჩნდა კერა "ახალციხე ინნ"-ის სახით, სადაც დასაქმებულთა თითქმის უმრავლესობა არის ადგილობრივი. შეიქმნა სამუშაო ადგილები. ამ ეტაპისთვის, 100-მდე თანამშრომელი გვყავს.

თანდათან პოპულარული ხდება მესხური ტრადიციული სამზარეულო, რომელსაც მომხმარებელს თანამედროვეობასთან სინთეზით ვთავაზობთ. სასტუმრო დღითი დღე ცნობილი ხდება თავისი სერვისით, გასტრონომიით. ამ წარმატების უკან დგას პროფესიონალთა გუნდი და ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს - გავხადოთ რეგიონი უფრო მეტად მიმზიდველი და წარმატებული“, - ამბობს გიგა ჭაავა BPN-სთან საუბრისას.

საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმროების ქსელი საქართველოში „ინნ ჰოსფითალითი“ ოთხ სასტუმროს მოიცავს: „ახალციხე ინნ“, „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“ და „როიალ ინნ“.

სასტუმრო „ახალციხე ინნ“ სამცხე-ჯავახეთში ახალციხის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ოთხსართულიანი კომპლექსის ინტერიერი მესხურ სტილშია გადაწყვეტილი და დამსვენებლებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

უნიკალურად გაფორმებული შიდა სივრცე, შთამბეჭდავი დიზაინი, თანამედროვე და ტრადიციული ქართული ელემენტების თანხვედრა - სასტუმრო 105 ნომრისგან და 2 საკონფერენციო დარბაზისგან შედგება. სასტუმროში განთავსებულია სპა, აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნა.

სტუმრებს „ახალციხე ინნ“ სათავგადასავლო-შემეცნებით ტურებსაც სთავაზობს. პაკეტი რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების გიდთან ერთად დათვალიერებას და დაუვიწყარ მოგზაურობას გულისხმობს.

(R)