ოფშორებიდან, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოებიდან საქართველოში ქონების/ბიზნესის გადმოტანა შესაძლოა, გადასახადებისგან გათავისუფლდეს. აღნიშნულს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტში დეპუტატების ჯგუფმა დაარეგისტრირა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების სიაში სულ 49 სახელმწიფოა რეგისტრირებული. მანამდე ჩამონათვალში 66 ქვეყანა იყო.
შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების სიაში არიან:
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თუ უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე იურიდიული პირის მიმართ ადგილი აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას, აღნიშნული ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები ამ ნაწილში ითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად.
ასეთ ქვეყნებად კი ქართული კანონდებლობა შემდეგ ქვეყნებს სცნობს:
იხილეთ ასევე: