2024 წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 20%-ით, 1 185 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 14%-ით შემცირდა და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
„ბათუმში 2024 წლის მარტში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2024 წლის მარტში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 992 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, 689 აშშ დოლარამდე შემცირდა,“- ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, კვლევაში მიმოხილულია ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვების 1-ლი კვარტალის მონაცემებიც.
„2024 წლის პირველ კვარტალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 24%-ით, 3 374 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 20%-ით შემცირდა და 152 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბათუმში 2024 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 945 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, 685 აშშ დოლარამდე შემცირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.