ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ და მისი თანმხლები მიწის ნაკვეთი აუქციონზე 15 მლნ ლარად იყიდება. აუქციონი 18 აპრილს გამოცხადდა და 22 აპრილს დასრულდება.
გასაყიდი ქონების საერთო ფართობი 52 929 კვ.მ.-ს შეადგენს. აუქციონის აღწერილობიდან ირკვევა, რომ სასტუმროს შენობა წარმოადგენს რკინაბეტონის ცხრასართულიან ნაგებობას.
ჯამში სასტუმროში ნომრების რაოდენობა 106-ია. გარდა ამისა, სასტუმროს კომპლექსი შედის: შიდა და გარე აუზი, ბარ-რესტორანი და იახტ კლუბი.
„ოქროს საწმისი“ შპს „სანის“ ეკუთვნის. „სანი“ რეესტრში 1999 წელს არის რეგისტრირებული. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი სერგო გვარამიაა.