მოპარული პიკასო და იშვიათი შოტლანდიური ვისკი - ნივთები, რომლებიც სინამდვილეში ყალბი აღმოჩნდა

მსოფლიოს ახსოვს რამდენიმე სკანდალური ფაქტი, როდესაც უძვირფასესად მიჩნეული ხელოვნების თუ სხვა ნიმუშები, სინამდვილეში ყალბი აღმოჩნდა და ფაქტმა მესაკუთრეებს საოცარი იმედგაცურება განაცდევინა.

ნაწილის შესახებ მედია წლების წინ აქტიურად წერდა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას

1878 წლის ვისკის ბოთლი - Macallan

სენტ-მორიცში მდებარე სასტუმრო Waldhaus Am See 2017 წელს ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ჩინელმა მომხმარებელმა მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი ვისკის, Macallan-ის ჭიქაში 10,500 დოლარი გადაიხადა.

ითვლება, რომ 1878 წლის ვისკი არის ყველაზე ძვირად ღირებული და მას იშვიათ დელიკატესად მიიჩნევენ. თუმცა ვისკის შემფასებლებისა და კონსულტანტების Rare Whiskey 101-ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ, დაასკვნეს რომ ე.წ. Macallan თარიღდება არაუმეტეს 1970 წლით, რაც მას თითქმის უსარგებლოს ხდის როგორც საკოლექციო ნივთს.

ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ სასმელი, რომელიც ჩინელმა ტურისტმა იყიდა, სპირტთან შერეული სკოტჩი იყო, რომელიც შედგებოდა 60% ალაოს და 40% მარცვლეულისგან. მომხმარებელს თანხა უკან დაუბრუნეს.

ყალბი რომაული განძი

2018 წლის იანვარში, უიღბლო განძზე მონადირეები ენდი სამპსონი და პოლ ადამსი საფოლკის მინდორში რომაული მონეტების ზღვას წააწყდნენ.

წყვილი 24 საათის განმავლობაშ ამტკიცებდა, რომ ნაპოვნი კოლექცია რეალური იყო. თუმცა, მეორე დღეს გაირკვა, რომ მონეტები მინდორში BBC-ის ჰიტ სერიალის, Detectorists -ის სიუჟეტზე მომუშავე სატელევიზიო ჯგუფს დარჩა. მონეტები, რომ რეალური ყოფილიყო, მათი ფასი სავარაუდოდ, 320 000 დოლარი იქნებოდა.

ჩეხეთის ეროვნული მუზეუმის ბრილიანტები

პრაღაში, ჩეხეთის ეროვნულ მუზეუმში დაცული ბრილიანტები და საფირონები, რომლებიც მილიონობით დოლარის ღირებულების იყო, ყალბი აღმოჩნდა.

აღმოჩენა მუზეუმის 5 000 ძვირფასი ქვის და მინერალის შემოწმების დროს გაკეთდა.

სინამდივლეში მუზეუმის მიერ 1968 წელს შეძენილი 5-კარატიანი ბრილიანტი იყო მოჭრილი მინის უსარგებლო ნაჭერი, ხოლო მუზეუმის მიერ 8,7 ათას დოლარად შეძენილი 19-კარატიანი საფირი უფრო იაფი იმიტაცია აღმოჩნდა.

არის ვარაუდი, რომ ძვირფასი ქვები კრიმინალებმა ყალბით ისე ჩაანაცვლეს, რომ ამას ვერავინ მიხვდა.

მოპარული პიკასო

2018 წლის ნოემბერში ექსპერტებმა განაცხადეს, რომ იპოვეს 2012 წელს როტერდამის ძარცვისას დაკარგული პიკასოს ნახატი Tete d'Arlequin.

ხელოვნების ნიმუში ჰოლანდიელი მწერლის მირა ფეტიკუ საკუთრება იყო. თუმცა, ორმა ბელგიელმა რეჟისორმა მოგვიანებით აღიარა, რომ მათ მწერალი პროექტის ფარგლებში: True Copy, მოატყუეს და ნახატი კარგი ასლი იყო.

დაკარგული ნახატის ადგილმდებარეობა დღემდე საიდუმლოდ რჩება.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი