საქართველოში როგორც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, ასევე გასული წლის იმავე პერიოდში, სასურსათო კვერცხის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის თებერვალში სასურსათო კვერცხის იმპორტი ქვეყანაში ნულს გაუტოლდა.
ამასთანავე, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მარტის ჩათვლით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში სასურსათო კვერცხის იმპორტი 90%-ით შემცირდა.
კერძოდ, 2024 წლის პირველ სამ თვეში იმპორტირებულია 1,433 მილიონი სასურსათო კვერცხი, რისი ღირებულებაც 64.6 ათასი დოლარი იყო. გასული წლის იმავე პერიოდში კი 14,460 მილიონი კვერცხი 684 ათას დოლარად ვიყიდეთ.
რაც შეეხება ფასს, საანგარიშო პერიოდში საქართველოს თურქეთიდან ერთი კვერცხის იმპორტი 0.04 დოლარი უჯდებოდა.
ცნობისთვის, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოდან საანგარიშო პერიოდში არც ადგილობრივი ექსპორტი და არც რეექსპორტი არ განხორციელებულა.