საქართველოში იანვარი-მარტის პერიოდში, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების ზრდა ფიქსირდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 14,907 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც +27.9%-ით აჭარბებს 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს, მნიშვნელოვანი ზრდაა 2023 წლის მონაცემებთან შედარებით (+21.6%).
“გაზრდილია საუდის არაბეთიდან ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით +33.5%-ით, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +29.1%-ით. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ქუვეითიდან, 2019 წელთან შედარებით +66.3%-ით, 2023 წლის მონაცემებთან შედარებით კი +23.8%-ით.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.