აზერბაიჯანმა საქართველოდან წვრილფეხა პირუტყვის იმპორტი აკრძალა. მიზეზი ცხოველებში ჭირის დადასტურებული შემთხვევები გახდა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია abc.az იუწყება.
13 მარტიდან 29 მარტამდე ჩატარებული მონიტორინგის დროს 6-12 თვის ასაკის წვრილფეხა პირუტყვის 845 ნიმუში გამოვლინდა, რომლებიც 195 ინდივიდუალურ ან შინამეურნეობაში მდებარე 65 დასახლებაში ცხოვრობენ.
კლინიკური დაკვირვებები ასევე ჩატარდა სხვა შინაურ და გარეულ ცხოველებზე.
საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანში წვრილფეხა პირუტყვის იმპორტი „ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის“ შესაბამისად აიკრძალა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან აზერბაიჯანში 23.4 ათასი დოლარის 13 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გავიდა.