Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევაში მონაწილეთაგან 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს.
რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი საქართველოში 1.18-დოლარს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, ბენზინი ყველაზე ძვირი შემდეგ 10 ქვეყანაშია:
- ჰონგ-კონგი (ჩინეთი) - 3.01 დოლარი
- სინგაპური - 2.09 დოლარი
- ფინეთი - 2.08 დოლარი
- ნიდერლანდები - 2.06 დოლარი
- შვეიცარია - 2.05 დოლარი
- ალბანეთი - 2.05 დოლარი
- დანია - 2.04 დოლარი
- საბერძნეთი - 2.04 დოლარი
- ურუგვაი - 2.01 დოლარი
- ნორვეგია - 1.96 დოლარი
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია, ათეული ასე გამოიყურება:
- ლიბია - 0.03 დოლარი
- ეგვიპტე - 0.25 დოლარი
- ალჟირი - 0.33 დოლარი
- ქუვეითი - 0.34 დოლარი
- მალაიზია - 0.43 დოლარი
- ვენესუელა - 0.50 დოლარი
- ყაზახეთი - 0.52 დოლარი
- ბოლივია - 0.54 დოლარი
- კატარი - 0.57 დოლარი
- რუსეთი - 0.57 დოლარი