ხვალიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევრო (5.3 დოლარი) იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი ტიპის გადასახადს დააწესებს ტურისტებისთვის.
მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება და ძალაში იქნება ივლისამდე, ძირითადად სადღესასწაულო დღეებში.
ცნობისთვის, იტალიამ ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა, რომ ტურისტებისთვის ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ტურისტულად დატვირთული ცენტრების განტვირთვას.