1956 წელს, დაარსების შემდეგ, ევროვიზიის სიმღერის კონკურსმა მუსიკალური ინდუსტრიის არაერთი დიდი ვარსკვლავი შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ კონკურსზე წარდგენილი ბევრი მომღერალი მსოფლიოსთვის აქტუალური დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა, არიან წარმომადგენლები, რომლებმაც ისტორია შექმნეს და ამასთან, საკმაოდ დიდი ოდენობის ფულიც გამოიმუშავეს.
წელს, ევროვიზია 2024-ში, საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარმოადგენს სიმღერით - Firefighter.
კონკურსი, სადაც მონაწილეობას 37 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს, 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება.
ევროვიზია 2024-ის მონაწილეები არიან: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.
სიმღერის რიგით 68-ე კონკურსის სლოგანი იქნება United By Music (მუსიკით გაერთიანებული).
წარმოგიდგენთ ევროვიზიის გამარჯვებულ 10 ყველაზე მდიდარ მომღერალს:
კონჩიტა ვურსტი - 3 მილიონი დოლარი
ავსტრიის წარმომადგენელმა ტომ ნოივირტმა (ფსევდონიმით კონჩიტა ვურსტი) ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 2014 წელს გაიმარჯვა.
მისმა სოლო შესრულებამ Rise Like a Phoenix-მა 290 ქულა დააგროვა, რითაც ვურსტი გახდა ევროვიზიის პირველი მომღერალი, რომელმაც გაიმარჯვა ყოველგვარი მხარდაჭერის, მომღერლებისა და მოცეკვავეების გარეშე 1970 წლის შემდეგ.
მისი სავარაუდო წმინდა ქონება 3 მილიონი დოლარია.
ნიკოლ ზაიბერტი - 5 მილიონ დოლარი
გერმანიის პირველი ევროვიზიის გამარჯვება შოუს ისტორიაში, ნიკოლ ზაიბერტს ეკუთვნის. მან კონკურსი 1982 წელს 61 ხმით მოიგო. იმ დროს 17 წლის იყო.
მისი გამარჯვებული სიმღერა იყო Ein bißchen Frieden (პატარა მშვიდობა). ზაიბერტი დღეს 5 მილიონ დოლარს ფლობს.
ჟაკლინ ბოიერი - 5 მილიონ დოლარი
ფრანგი მომღერალი ჟაკლინ ბოიერი 18 წლის ასაკში გახდა პირველი თინეიჯერი, რომელმაც მოიგო ევროვიზია.
1960 წელს მან სიმღერით- Tom Pillibi მიიღო 32 ქულა. ის დღეს 5 მილიონ დოლარს ფლობს.
ლენა მეიერ-ლანდრუტი - 5 მილიონი დოლარი
ლენა მაიერ-ლანდრუტი ევროვიზიის ისტორიაში მეორე გერმანელი გამარჯვებულია. მან კონკურსი 2010 წელს მოიგო სიმღერა Satellite-ის შესრულებისთვის და მიიღო 246 ქულა.
მაიერ-ლანდრუტმა გერმანია ევროვიზიაზე 2011 წელს მეორედ წარმოადგინა და მე-10 ადგილი დაიკავა. ის ასევე იყო L'Oréal-ის ბრენდის ელჩი. ლენას ქონება 5 მილიონი დოლარია.
ლორინი - 5 მილიონი დოლარი
შვედი მომღერალი ლორინი, რომლის ნამდვილი სახელია ლორინე ზინებ ნორა ტალჰაუი, არის მეორე ადამიანი, რომელმაც ორჯერ მოიგო ევროვიზია: ჯერ 2012 წელს ტრეკით Euphoria და 2023 წელს სიმღერით Tattoo. მომღერლის ქონება 5 მილიონი დოლარია.
დამიანო დევიდი - 8,5 მილიონი დოლარი
დამიანო დევიდი არის იტალიური როკ ჯგუფის Måneskin-ის ფრონტმენი.
მანესკინმა ევროვიზიაში 2021 გაიმარჯვა სიმღერით Zitti e buoni. გასულ წელს მანესკინმა გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი Rush!. დევიდის წმინდა ქონება შეფასებულია დაახლოებით 8,5 მილიონ დოლარად.
მანს ზელმერლოვი - 10 მილიონი დოლარი
ევროვიზიის ზოგიერთი კონკურენტისგან განსხვავებით, შვედი პოპ-ვარსკვლავი მანს ზელმერლოვი უკვე წარმატებული იყო, როდესაც 2015 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო.
2015 წელს ზელმერლოვმა მოუტანა შვედეთს ევროვიზიის გამარჯვება და დააგროვა 365 ქულა. წყაროების თანახმად ზელმეროვი 10 მილიონ დოლარს ფლობს.
ჯონი ლოგანი - 15 მილიონი დოლარი
ავსტრალიაში დაბადებული ირლანდიელი მომღერალი ჯონი ლოგანი ევროვიზიის გამარჯვებული იყო 1980 წელს, როდესაც იმღერა What's Another Year.
ლოგანი არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ორჯერ მოიგო კონკურსი, მეორედ 1987 წელს. მისი წმინდა ღირებულება შეფასებულია დაახლოებით 15 მილიონ დოლარად.
ლულუ - 30 მილიონი დოლარი
შოტლანდიელი მომღერალი ლულუ კენედი-კერნსი, ცნობილი როგორც ლულუ, ევროვიზიაზე დიდ ბრიტანეთს 1969 წელს წარმოადგენდა
იმ დროს 20 წლის იყო, როდესაც სიმღერა Boom Bang-A-Bang-ის შესრულებისთვის 18 ხმა მიიღო.
მუსიკალური კარიერის პარალელურად, ლულუ ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუს.
ონლაინ წყაროების მიხედვით მისი ქონებას 30 მილიონი დოლარია.
ABBA - 200 მილიონი დოლარი
1972 წელს სტოკჰოლმში ჩამოყალიბებული ჯგუფი ABBA ევროვიზიაზე 1974 წელს წარსდგა.
ABBA ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური ჯგუფია. 1970-იან და 80-იან წლებში ჯგუფი შედგებოდა ორი წყვილისგან: აგნეტა ფელტსკოგი და ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრიდ ლინგსტადი და ბენი ანდერსონი.
ორივე ქორწინების დაშლის შემდეგ, 1982 წელს ჯგუფიც დაიშალა. თუმცა, ოთხი ვარსკვლავი განაგრძობდა ფულის გამომუშავებას სოლო საწარმოებისა და Mamma Mia-ს მეშვეობით.
თითქმის 40 წლის დაშორების შემდეგ, ჯგუფი კვლავ გაერთიანდა 2021 წელს და გამოუშვა ახალი სტუდიური ალბომი Voyage.
დადგენილია, რომ ჯგუფის თითოეული წევრი 200-დან 300 მილიონ დოლარამდე ფლობს.
სელინ დიონი - 470 მილიონი დოლარი
ევროვიზიის ყველა დროის უმდიდრესი გამარჯვებული სელინ დიონია.
სელინის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მან 1988 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შვეიცარია წარმოადგინა სიმღერით Where Does My Heart Beat Now?
დიონი არა მხოლოდ ევროვიზიის ყველა დროის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავია, არამედ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია, რომელმაც გაყიდა 220 მილიონზე მეტი ჩანაწერი მთელს მსოფლიოში.
Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 470 მილიონი დოლარია.
წყარო: lovemoney.com