მიმდინარე წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა. მოგება ისტორიულია, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლით, საქართველოს მიეცა შანსი, ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზოს.
Finance Football-მა ჩატარა კვლევა და იმ ეროვნული გუნდების მთავარი მწვრთნელების წლიურ ხელფასი დაასახელა, რომლებიც UEFA EURO 2024-ზე ითამაშებენ.
სპორტული პორტალის ცნობით, ყველაზე მაღალანაზღაურებადია ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, გარეტ საუთგეიტი, რომლის წლიური ანაზღაურება 5,8 მლნ ევროა. მას მოსდევს გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი 4,8 მლნ ევროთი, ხოლო ტოპ-3-ს ხურავს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინეზი 4 მლნ ევროთი.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის წლიურ ანაზღაურებას, ის 200 000 ევროს შეადგენს.
სანიოლის კოლეგების წლიური ანაზღაურება, რომელთა ნაკრებები საქართველოს დაუპირისპირდებიან, ასეთია:
შეგახსენებთ, რომ „ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.
რაც შეეხება საქართველოს, ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს და F ჯგუფში მეტოქეებად თურქეთი (18 ივნისს, დორტმუნდში), ჩეხეთი (22 ივნისს, ჰამბურგში) და პორტუგალია (26 ივნისს, გელზენკირხენში) ეყოლება.