საქართველოში ბინადრობის ახალი მოწმობა 2011 წლის 1 აგვისტოდან, გაიცემა. აღნიშნული დოკუმენტი პირის მოქალაქეობის და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებით, ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც მიენიჭა ბინადრობის ნებართვა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსი მქონე პირი, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია, მიიღოს ბინადრობის მოწმობა. ამისთვის კი უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალს ან იუსტიციის სახლს. ხოლო, მუდმივი ბინადრობის მოწმობის შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხორციელდება მისამართზე რეგისტრაცია უნდა მიმართოთ სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი.
როგორც წესი, ბინადრობის მოწმობა არის ორი ტიპის: მუდმივი და დროებითი. დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე. ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე. მუდმივი ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირებზე, რომელთაც სააგენტოს დასკვნის საფუძველზე მიენიჭა მუდმივი ბინადრობის ნებართვა.
პირი, რომელიც პირველად იღებს მუდმივი ბინადრობის მოწმობას უნდა წარადგინოს: სააგენტოს დასკვნა მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან/და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭების შესახებ; ორი ფოტოსურათი; რეგისტრაციის საფუძველი (16 წლამდე ასაკის პირი რეგისტრაციას გადის მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის საფუძველი საჭირო არ არის); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დაბადების მოწმობა და სხვ.) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
რაც შეეხება ღირებულებას, ბინადრობის მოწმობის აღება მე-10 სამუშაო დღეს 60 ლარი ღირს, მე-5 სამუშაო დღეს - 80 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს - 100 ლარი, მე-2 სამუშაო დღეს - 120 ლარი, იმავე დღეს - 150 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ბინადრობის მოწმობის გაუქმება ხდება: დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვიდან 1 წლის გასვლის შემდგომ, თუ ამ დროის განმავლობაში არ გადაეცა მფლობელს თუ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა მოწმობის შეცვლის საფუძველის არსებობის შესახებ; (დოკუმენტის ვადის გასვლა, სახელის/გვარის შეცვლა, დაზიანება ან ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენა), პირმა წარადგინა ყალბი დოკუმენტი, რაც გამოვლინდა გაცემის შემდეგ ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის შემთხვევაში; ლტოლვილის/ჰუმანიტარის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში ( დროებით ბინადრობის მოწმობაზე), შვილად აყვანისას მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, მამობის დადგენისას მონაცემების შეცვლის შემთხვევაში.