„ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმისთვის, ნებისმიერი ოლიგარქიისთვის სიღარიბე არის მოკავშირე. მათ არ სჭირდებათ ძლიერი საშუალო ფენა, მათ არ სჭირდებათ განათლებული და ინფორმირებული საშუალო ფენა”,-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი დააშორებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან, რაზეც ევროპელი ლიდერებიც ღიად საუბრობენ და ამაზე მკაფიო ტექსტები საერთაშორისო დიპლომატიაში აღარ არსებობს.
„ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმისთვის, ნებისმიერი ოლიგარქიისთვის სიღარიბე არის მოკავშირე. მათ არ სჭირდებათ, ძლიერი საშუალო ფენა, მათ არ სჭირდებათ განათლებული და ინფორმირებული საშუალო ფენა, მათი მოკავშირეა სიღარიბე იმიტომ, რომ ღარიბ მოსახლეობაში, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში ძალიან მარტივია პოლიტიკური კორუფცია. ძალიან მარტივია ძალაუფლების შენარჩუნება. ძალიან მარტივია თემა გადაიტანო იმ კორუფციაში ჩაფლული და იმ კატასტროფული ვითარებიდან, რაც ხდება“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.