მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა საქართველოს დეპუტატებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი

საქართველოს დეპუტატებთან საუბარში ჩვენი ძლიერი შეშფოთება გამოვხატე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე.

ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯეიმს ო'ბრაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა საქართველოს დეპუტატებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე”, - წერს ჯეიმს ო'ბრაიენი.