"კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იქამდე, სანამ აშშ საფასურს დააწესებს"

კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს ამ ხელისუფლებამ იქამდე, სანამ აშშ საფასურს დააწესებს ამის საწინააღმდეგოდ,- ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში.

ყოფილი ელჩი დღევანდელ აქციაზე გადაღებულ კადრებს აზიარებს, რომელზეც სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების დაკავებისა და მათთან ფიზიკური დაპირისპირებაა ნაჩვენები.

იან კელი მიიჩნევს, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა აღნიშნული მოვლენები უნდა დაგმოს.

„კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს ამ ხელისუფლებამ იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები დაგმობს ამას და დააწესებს საფასურს ამის საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა იან კელიმ.