„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია განცხადებას ავრცელებს. მეწარმეები მთავრობას მოუწოდებენ, რომ კანონის მიღების საკითხი დაპაუზდეს და გაიმართოს დამატებითი მსჯელობა მუხლების, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტერმინოლოგიური კუთხით, კონსესუსის მისაღწევად.
"დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უმწვავეს სტადიაშია გადასული. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია მოვალედ თვლის თავისი პოზიცია და გამოსავლის ხედვა დააფიქსიროს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაძლო მიღების ირგვლივ.
ვხედავთ, რომ საზოგადოებაში აღნიშნულ კანონთან მსჯელობებში რადიკალურად განსხვავებული აზრები ფიქსირდება და დღეს აღნიშნული კანონის მიღება-არმიღების საჭიროების ირგვლივ ქვეყანაში არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი.
დღეს კანონის განხილვის ირგვლივ შექმნილი ვითარება მიუთითებს, რომ ამ კუთხით იმაზე მეტი მსჯელობაა საჭირო, ვიდრე საწყის ეტაპზე ჩანდა.
ვფიქრობთ, ეს ის შემთხვევაა, როცა კანონის მიღების პროცესის დაჩქარებამ შეიძლება, უარყოფით შედეგი მოიტანოს და საზოგადოების პოლარიზებას გამოიწვევიოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს:
1. დააპაუზოს კანონის მიღების პროცესი
3. თუ კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გაცხადებული მიზნები - გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულება, შესაძლებელია მიღწეული იქნას არსებული საკანონმდებლო ბაზის მოდიფიცირების ფარგლებში - მოიხსნას დღის წესრიგიდან კანონის მიღების საკითხი
4. თუ კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გაცხადებული მიზნები - გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულება, ვერ მიიღწევა არსებული საკანონმდებლო ბაზის მოდიფიცირების ფარგლებში - გაიმართოს დამატებითი მსჯელობა მუხლების როგორც შინაარსობრივი ასევე ტერმინოლოგიური კუთხით ამ საკითხებზე კონსესუსის მისაღწევად .
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს განხილვებში და ხელი შეუწყოს პროცესის კონსტრუქციულ წარმართვას.