„არაფერი დგას ჩვენს ხალხზე მაღლა.. გაიწვიეთ ეს კანონი“

„არაფერი დგას ჩვენს ხალხზე მაღლა.. გაიწვიეთ ეს კანონი.. ვდგა­ვარ იმ ახალ­გაზ­რდების გვერ­დით ვინც თა­ვი­ანთ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხის ქვეშ აყე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის,“ - ასე ეხმაურებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქოჩორაშვილი, ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ სპორ­ტსმენს, კონ­კრე­ტუ­ლად კი ფეხ­ბურ­თელს უკვე მე­ო­რედ მი­წევს და­ვა­ფიქ­სი­რო აზრი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე და არ მი­წევს ფეხ­ბურთზე ფიქ­რი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მომ­ზა­დე­ბა, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა ვა­სა­ხე­ლო დიდ სა­ფეხ­ბურ­თო ფო­რუმ­ზე, მაგ­რამ რო­გორც რი­გი­თი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი რომ კვლავ გა­ვი­მე­ო­რო:

არა რუ­სეთს და არა ყვე­ლა­ფერს რაც სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­კენ მი­ა­ქა­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს გზა ევ­რო­პა­შია. ვდგა­ვარ იმ ახალ­გაზ­რდე­ბის გვერ­დით ვინც თა­ვი­ანთ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხის ქვეშ აყე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის. ვე­რა­ნა­ი­რად გა­მარ­თლდე­ბა მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე თავ­დას­ხმა.

პ.ს მსურს რომ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის ისე­თი ერ­თი­ა­ნი და ბედ­ნი­ე­რი იყოს რო­გორც 26 მარ­ტის ღა­მეს იყო. მე ვარ სა­ქარ­თვე­ლო" - წერს ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე.

"მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ," - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

"თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!," - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

"ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს,"- წერს გიორგი ქვილითაია.

"რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა. ევროპის, რადგან ჩვენი ადგილი მხოლოდ იქაა.საქართველოსთვის თამაში ყოველთვის ყველაზე საამაყო იყო, არის და იქნება. ჩვენ ვართ საქართველო.. ზღაპრის ბოლო კეთილია," - წერს ანზორ მექვაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. აღნიშნული კანონპროექტის განხილვები უკვე რამდენიმე დღეა პროტესტის და აქციების ფონზე მიმდინარეობს. საზოგადოების ნაწილი, ვინც ყოველდღიურად აპროტესტებს ამ კანონპროექტის მიღებას, ხელისუფლების მიერ მის გაწვევას ითხოვს.