ბაგებში მიმდინარეობს ახალი საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ეს არის ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საავტომობილე ხიდი, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მასშტაბური პროექტი. ამ ტიპის სამუშაოები საბჭოთა კავშირის შემდეგ არ ჩატარებულა დედაქალაქში და ძალიან მიხარია, რომ ძალიან მალე დასრულებული იქნება.
რაც შეეხება პროექტს, ეს არის ორი, ორზოლიანი საავტომობილე გზა. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკი, განათებები.
სამუშაოების დასრულებას რაც შეეხება, აღდგომის შემდეგ დაახლოებით, 2 კვირა დაგვჭირდება რომ ყველაფერი დავასრულოთ. ხიდის ასფალტის ქვედა ფენები უკვე დაგებულია, მიმდინარეობს საიზოლაციო დამცავი ფენის მოწყობა და როგორც გითხარით აღდგომის დღესასწაულის შემდეგ 2 კვირაში ალბათ ყველაფერი დასრულდება,“ - აღნიშნა კალაძემ.