იპოთეკური სესხი გაიაფდა, ლომბარდული გაძვირდა - რა ღირს საბანკო პროდუქტები საქართველოში

2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ზოგიერთ საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ზოგიერთზე კი შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაიაფდა იპოთეკური და სამომხმარებლო კრედიტები, ავტოსესხი და ლომბარდული კი გაძვირდა.

როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (2024 წლის მარტის სტატისტიკა):

  • იპოთეკურ სესხები – 11,46% (თებერვალი – 11,49%)
  • ავტოსესხი – 24,20% (თებერვალი – 23,23%)
  • ლომბარდული სესხი – 19,88% (თებერვალი – 19,75%)
  • სამომხმარებლო სესხი – 17,96% (თებერვალი – 18,06%)
  • სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 13,19% (თებერვალი – 13,12%)
  • სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 19,47% (თებერვალი – 19,80%)

რაც შეეხება ზოგადად საპროცენტო განაკვეთებს, 2024 წლის მარტში ლარში გაცემული სესხები გაიაფდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მარტში ლარის სესხებზე განაკვეთი 15,13%-ს შეადგენდა, თებერვალში კი 15,42%-ს. რაც შეეხება სესხებს უცხოურ ვალუტაში, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება, კერძოდ, მარტში საშუალო განაკვეთი კრედიტებზე შეადგენდა 8,65%-ს, თებერვალში კი 8,57%-ს.