ოლაფ შოლცი: რუსეთის გაყინული აქტივებიდან 90% უკრაინისთვის იარაღის შესყიდვაზე უნდა დაიხარჯოს

ევროპაში მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების დაახლოებით 90% უკრაინისთვის იარაღის შესყიდვაზე უნდა დაიხარჯოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, გამოხატა რა მხარდაჭერა ევროკავშირის ადრინდელი წინადადების მიმართ, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყენებას ითვალისწინებს.

”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდეთ, რომ ეს თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღის შესაძენად არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში”, - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს რიგაში ბალტიის სამი ქვეყნის მთავრობების წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, მარტში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა წარადგინა წინადადება, რომ ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლების 90%-ის ევროკავშირის მიერ მართულ ფონდში გადაირიცხოს, რომელიც უკრაინისთვის იარაღის შესყიდვას აფინანსებს. დასავლეთში იმობილიზაციის რუსული აქტივების დაახლოებით 70% ბელგიის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარში Euroclear-ში ინახება, სადაც განთავსებულია 190 მილიარდი ევროს ღირებულების რუსეთის ცენტრალური ბანკის ფასიანი ქაღალდები და ნაღდი ფული.