„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა დღეს „მწვანე შუქი აუნთეს“ ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოსთვის 30 მლნ ევროს დახმარების გამოყოფას.
როგორც იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, იმავე ფონდიდან გამოიყოფოდა დახმარება უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.
„ევროკავშირის ელჩებმა დღეს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მლნ ევროს არალეტალური დახმარების გამოყოფას ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში - ეს არის იგივე ფონდი, რომელიც უკრაინას სამხედრო ნაწილში ფინანსურად ეხმარება“, - წერს X-ზე იოზვიაკი.