საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 26.8 % შეფასებულია როგორც საქართველოს რეზიდენტები. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალის შესახებ, გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 26.8 % შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას. შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის თანახმად, ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში, საქართველომ ტურიზმიდან 807.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი - 171.2 მლნ დოლარის შემოსავალი, სწორედ რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობიდან არის მიღებული.