მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
კანცელარიაში შეხვედრაზე არიან როგორც კანონპროექტის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები.
მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე უკვე შევიდნენ ბიზნესმენები თემურ ჭყონია, ზურა ჩხაიძე, ლაშა პაპაშვილი, თინა სტამბოლიშვილი, ირაკლი კვერღელიძე და სხვები.
შეგახსენებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენა კი 13 მაისს ჩაინიშნა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია.
ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტის განხილვები კი, ისევ ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.