დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე, სცენაზე მდგომი NGO-ები დემონსტრანტებს მოუწოდებენ მთავრობის ადმინისტრაციის ან პარლამენტის შენობის პიკეტირებისკენ, რაც თავის მხრივ კანონდარღვევაა.
„მე ვერ ვნახე ვერც ერთი განცხადება დიპლომატიური წარმომადგენლობის თუ დონორებისა, რომლის დაფინანსებითაც მოქმედებენ ის NGO-ები, სცენაზე რომ დგანან და მოუწოდებენ აქციას, რომ გავიდნენ ვიწრო ქუჩებში, ვთქვათ, კანცელარიასთან ან ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის, რაც თავისთავად უკვე კანონის დარღვევაა. პლუს, ერთადერთი მიზანი აქვს ხოლმე ასეთ მოწოდებას, რომ მოახდინონ ძალადობის ინსპირირება და შემდეგ ვხედავთ შედეგები რაც იყო, დაზიანდა 8 პოლიციელი, ყველა მათგანის ჰოსპიტალიზაცია იყო საჭირო და ერთს დასჭირდა ოპერაცია და დღემდე არ მომისმენია არცერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არცერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.