კილიან მბაპემ საბოლოოდ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ზაფხულს „პსჟ“-ს დატოვებს.
Eurosport-ი წერს, რომ ფრანგულმა კლუბმა უკვე დაიწყო მის შემცვლელზე ზრუნვა და ერთ-ერთი პირველი კანდიდატი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. ინფორმაციას ამის შესახებ ადრე The Sun-იც წერდა.
„ეს არის დიდი სატრანსფერო დარტყმა „ჩელსისთვის“, „არსენალისთვის“, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“, რომლებიც ასევე კვარაცხელიაზე აკეთებდნენ გათვლას.
ასევე ცნობილია, რომ „პსჟ“ კვარაცხელიაში აურელიო დე ლაურენტისს 80 მილიონ ევროს შესთავაზებს.