მიმდნიარე წლის იანვარ-მარტში იმ მიმართულებებს შორის, სადაც რუსები ყველანაირი მიზნით ყველაზე ხშირად მგზავრობდნენ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხზეთი ლიდერობს. ამის შესახებ უშიშროების ფედერალური სამსახურის, ანუ “ეფესბეს” სასაზღვრო სამსახურის მიერ გასაჯაროვებულ სტატისტიკურ მონაცემებში წერია.
“ეფესბე” აფხაზეთისგან ცალკე ასახელებს საქართველოს, რომელიც, ასევე, წამაყვან ათეულში მოხვდა და მე-8 ადგილზეა.
კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აფხაზეთში რუსებმა 899,1 ათასჯერ იმგზავრეს, რაც, 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 883,5 ათას მგზავრობასთან შედარებით, 1,8%-ით მეტია.
დანარჩენ საქართველში რუსებმა შარშანდელი პირველი კვარტლის 135,1 ათას მგზავრობასთან შედარებით, წელს 196,82 ათასჯერ იმგზავრეს, რაც 45,7%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მზარდი პროცენტული დინამიკით საქართველოს მოხლოდ ჩინეთი უსწრებს, სადაც რუსების მგზავრობები იანვარ-მარტში ყველაზე მეტად, 320,7%-ით გაიზარდა.
“ეფესბეს” რეიტინგში აფხაზეთი უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ჩინეთი, ეგვიპტე და სხვ. თუმცა თუ აფხაზეთის გარეშე “ეფესბე” საქართველოს მე-8 პოზიციაზე ასახელებს, აფხაზეთთან ერთად ქვეყანას რეიტინგში ყველაზე მეტი მაჩვენებელი უგროვდება და რუსების მგზავრობების რაოდენობით დანარჩენ ქვეყნებს, თითქმის, 2-ჯერ და მეტად უსწრებს. კერძოდ, აფხაზეთთან ერთიანი მაჩვენებლით საქართველოში იანვარ-მარტში რუსების, თითქმის, 1,1 მლნ მგზავრობა ფიქსირდება, მაშინ, როცა მეორე ადგილზე გასული თურქეთის მაჩვენებელი 643,81 ათას მგზავორბას შეადგენს.
ამდენად, “ეფესბეს” სასაზღვრო სამსახური მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში რუსები ნებისმიერი მიზნით ყველაზე ხშირად მგზავრობდნენ:
მთლიანობაში, საზღვარგარეთ რუსების 5,329 მლნ მგზავრობა დაფიქსირდა, რაც 2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე, ანუ 4,896 მლნ მგზავრობაზე 9%-ით მეტია. ამ საერთო მაჩვნებელში ტოპ 10 მიმართულების წილი 80%-ს, ანუ 4,263 მლნ მგზავრობას შეადგენს.
ცნობისთვის: “ეფესბეს” სასაზღვრო სამსახურის სტატისტიკაში გათვალისწინებულია რუსეთის მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა ნებისმიერი მიზნით, როგორიც არის საქმიანი, სამუშაო, ტურიზმი, კერძო დანიშნულება, სწავლა, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა, ასევე, „სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება“ და „სამხედრო სამსახური.“ მეთოდოლოგიის მიხედვით, თუ ერთი და იგივე მოქალაქე საანგარიშო პერიოდში თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არაერთხელ მგზავრობს, “ეფესბეს” მონაცემებში ის აისახება მხოლოდ იმდენჯერ, რამდენჯერაც სახელმწიფო საზღვარს ერთი მიმართულებით კვეთს, ანუ საუბარია არა მგზავრების, არამედ მგზავრობების რაოდენობაზე.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ