პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.
მათ რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
ამ დროისთვის ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე კვლავ საპატრულო პოლიციის ათეულობით მანქანაა მობილიზებული.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და გზა აქვთ გადაკეტილი.
გზის გათავისუფლების მოთხოვნით პოლიციამ მათ მეორედ მიმართა.