რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანთან, სპეციალური დანიშნულების რაზმისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
ადგილზე, ასევე, განთავსებულია წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო დახმარების მანქანები.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.