“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობას მართავენ.
მმომიტინგეთა ნაწილი მსვლელობით აბაშიძის ქუჩაზე მიემართება. ადგილზე პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, აბაშიძეზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ “გამოდით, გამოდით!”.
აქციის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი აბაშიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
მომიტინგეების ნაწილს გადაკეტილი აქვს გმირთა მოედანი, ნაწილი პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები.