Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:17 საათისთვის ერთი დოლარი 2.8275 ლარად ივაჭრება.
ეროვნული ბანკის მიერ 15 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7323 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. შესაბამისად, მხოლოდ გუშინ, დოლარი 4.57 თეთრით, ხოლო ევრო 5.72 თეთრით გამყარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ჯიხურებში ევროს ფასი 3 ლარს აღემატება. კერძოდ, მისი შეძენა მოქალაქეებს 3.12 – 3.15 ლარის ფარგლებში შეეძლებათ. რაც შეეძლება გაყიდვას, ჯიხურები 1 ევროს თქვენგან 2.93 – 3.05 ლარის ფარგლებში იყიდიან.
რაც შეეხება დოლარს, სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენას მოქალაქეები 2.90-2.91 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.708 – 2.82 ლარის ფარგლებში შეძლებთ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.