კარიერული ქსელებისა და დასაქმების უმსხვილეს პლატფორმებს (Indeed, Glassdoor და LinkedIn) აქვს შეჯერებული მონაცემები, იმის შესახებ, თუ რომელ უნარებს აფასებენ დღეს ყველაზე მეტად დამსაქმებლები.
იმის გასარკვევად, თუ რა უნარებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი, სწორედ ზემოდ აღნიშნულ მონაცემებს გავეცანით და სტატიაში მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ:
ღრუბლოვანი გამოთვლა
ბიზნესებს თავიანთ ფუნქციები ე.წ. ღრუბელზე გადააქვთ, ამიტომ ღრუბლოვან გამოთვლებზე მთელს მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.
ღრუბლოვანი ინჟინრები პასუხისმგებელნი არიან ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების ინჟინერიასა და მართვაზე.
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტი ჩვენს სამყაროს იმაზე მეტად ცვლის, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნა, მათი ტესტირება და ინფრასტრუქტურის შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე ფუნქციაა, რისთვისაც საკმაო უნარების ქონაა საჭირო.
გაყიდვების მენეჯერი
გაყიდვები არის ის, რაც ყველა ბიზნესისთვის საკვანძო ეტაპია. გაყიდვების ლიდერები დახელოვნებულნი არიან გარიგებების წარმოებასა და სხვების მოტივაციაში. ამიტომ მათ განსხვავებული ანაზღაურებაც აქვთ.
ანალიზი
ანალიტიკური უნარები საჭიროა თითქმის ყველა ინდუსტრიაში, რადგან ისინი ხელს უწყობენ პრობლემის გადაჭრას. ანალიტიკური უნარები გულისხმობს შაბლონების აღმოჩენის, მონაცემების ინტერპრეტაციის, თეორიის და გადაწყვეტილების მიღების უნარს.
თარგმანი
ჩვენს გლობალურ ეკონომიკაში მთარგმნელობითი უნარები უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ოდესმე. აუცილებელია არა მხოლოდ მონაცემთა ინტერპრეტაცია და სხვა ენაზე თარგმნა, არამედ კულტურული განსხვავებების გაგებაც.
მობილური აპლიკაციის დეველოპერი
დღეს დიდი მოთხოვნაა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ მობილური აპლიკაციების შექმნა და განვითარება. მოსალოდნელია, რომ დროსთან ერთად, მათზე მოთხოვნა გაიზრდება.
ვიდეო/ აუდიო კონტენტის მწარმოებელი
დღეს მსოფლიო მედია და საინფორმაციო, თუ გასართობი ბაზარი მთლიანად არის დამოკიდებული ვიდეო/აუდიო კონტენტს მწარმოებელზე. შესაბამისად, თითქმის ნებისმიერ სამსახურში პრივილეგირებული ხართ, თუ ამ უნარებს ფლობთ. მისი სწავლა შესაძლებელია სახლიდან, უფასო ონლაინ ვიდეოების საშუალებითაც.
შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, თუმცა გარდა სტატიაში ჩამოთვლილი უნარებისა, აუცილებელია გამოავლინოთ კრეატიულობა, გუნდური მუშაობის უნარი, სიტუაციებში ადაპტირების უნარი, დროის მენეჯმენტი და ემოციური ინტელექტი.
წყარო: msn.com