“მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკა არ აქვს, ერთადერთი უკრაინა უნდა დაქცეულიყო რომ ამაზე ხელი მოგვეთბო”

„ამ მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც ეკონომიკური ზრდა უნდა დადოს, არ აქვს, ერთადერთი უკრაინა უნდა დაქცეულიყო რომ ამაზე ხელი მოგვეთბო, აი, ეს არის ამათი ეკონომიკური პოლიტიკა. იქამდე საწყალი 2-3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა საშუალოდ. როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, უცებ „დავხატეთ“ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ნუთუ ვერ ვხედავთ კორელაციას“ - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლური გეზის მქონე საქართველო დღეს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ, ფაქტობრივად, მტრულ დამოკიდებულებას აანონსებს.

„საქართველო, რომელიც ყოველთვის პროდასავლური იყო, ეხლა უკვე მისი დეფაქტო ხელმძღანელისა და მმართველის, ივანიშვილის პირით, ფაქტობრივად, აანონსებს მტრულ დამოკიდებულებას დასავლეთის - ევროპისა და ამერიკის მიმართ“

ცნობისთვის, „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 1-ლი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8 პროცენტით განისაზღვრა.

იხილეთ ასევე: როგორ იზრდება ევროკავშირის კანდიდატი საქართველოს, მოლდოვას და ომში მყოფი უკრაინის ეკონომიკები | BPN