სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს წლიურად საშუალოდ 3 მლრდ ევროს - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"რა გველოდება თუ საქართველოს მთავრობა დასანქცირდება:
- სანქცირებული მთავრობის პირობებში ყველანაირი საერთაშორისო კორპორაცია შეწყვეტს თანამშრომლობას და ქვეყანში აღარ შემოვა მსხვილი დასავლური ინვესტიციები.
- საქართველოში შეჩერდება ERASMUS (სტუდენტებისა და პროფერორ-მასწავლებლების გაცვლითი პროექტები ევროკქვშირში), USAID, EBRD (ახალი ავტობუსები ვინც გვიყიდა და ა.შ) სავალუტო ფონდის და ა.შ პროექტები, რომელთა არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის (თუნდაც მაგისტრალის მშენებლობა რად ღირს)
- საქართველოს შეუწყდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
- საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდებათ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში.
- საქართველო ვეღარ ისარგებლებს ევროკავშირისა და აშშ-ს მსხვილი გრანტებით და გრძელვადიანი სესხებით.
- ჯამურად საქართველო დაკარგავს წლიურად საშუალოდ 3 მლრდ ევროს.
ზემოთ აღნიშნული ნიუანსები გამოიწვევს:
- ფასების ზრდას
- უმუშევრობას
- საერთაშორისო იზოლაციას
- მასიურ არალეგალურ მიგრაციას.
გაიწვიეთ ეს მავნებლური კანონი უკან და არ დაძლიოთ ვეტო,"- წერს აბესაძე.