საქართველოში ცოცხალი ღორის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2024 წლის იანვარ-მარტში იმპორტის მოცულობამ 6.404 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. 2023 წლის სამ თვეში 5.084 მლნ დოლარის ცოცხალი ღორის იმპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, ამ მოცულობის ცოცხალი ღორის იმპორტი საქართველოში არც ერთ წელს არ განხორციელებულა.
რაც შეეხემა იმპორტიორ ქვეყნებს, საქართველოში ცოცხალი ღორი წელს მთლიანად რუსეთიდან შემოვიდა, 2023 წლის სამ თვეში კი რუსეთთან ერთად, ბელარუსიდანაც, თუმცა ამ უკანასკნელის წილი იმპორტში საკმაოდ დაბალი - 3% იყო.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის სამ თვეში ქვეყანაში 34 900 ერთეული ცოცხალი ღორი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28 300 ერთეული.