„პროდუქტის უსაფრთხოების კუთხით რაც კეთდებოდა იყო კოსმეტიკური ხასიათის“ - ვახტან კობალაძე

საქართველოში პროდუქტის უსაფრთხოებაზე შესაძლოა, კონტროლი გამკაცრდეს. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

ამ თემასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსს“ „სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ ისაუბრა.

„ცვლილებები საჭირო იყო და რაც განმარტებით ბარათში წერია, პარლამენტი აღიარებს, რომ ის სისტემა, რაც მუშაობს, იყო არაეფექტური. წლებია ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, რომ პროდუქტის უსაფრთხოების კუთხით რაც კეთდებოდა იყო კოსმეტიკური ხასიათის“, - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

მისი თქმით, ცვლილებები მისასალმებელია, მაგრამ რამდენად საკმარისია, სხვა საკითხია.

„ამ მიმართულებითაც იგივე მდგომარეობაა - ევროკავშირთან დაახლოება მოიცავს ყველა სფეროში ეფექტიანი სისტემის შექმნას, სახელმწიფო საქმიანობის გაუმჯობესებას, ადამიანის უფლებების ინტერესის დაცვას. ამ მიმართულებით მიდოდა სახელმწიფო მთელი ამ დროის მანძილზე და ეს თუ არ გვინდა, ყველაფერს კითხვის ნიშანი დაესმის.

სავარაუდოა, რომ ყველაფერში გვექნება ან უკუსვლა, ან სტაგნაცია. ალბათ, უფრო უკუსვლა, რადგან სადაც არ არის განვითარება თანამედროვე სამყაროში, იქ ყოველთვის არის უკუსვლა“, - განაცხადა ვახტან კობალაძემ.

იხილეთ ასევე: ჯარიმა 1500-დან 12 ათას ლარამდე - პროდუქტის უსაფრთხოებაზე კონტროლი შესაძლოა, გამკაცრდეს

ეკა დარჩიაშვილი