„პირველ კვარტალში არის 4%-ით შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებლი“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით კარგი დინამიკა აქვს.
„პირველ კვარტალში არის 4%-ით შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებლი და უმუშევრობამ შეადგინა 14%, ნაცვლად შარშანდელი 18%-სა. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 400-ით 10.4%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 40 500 ადამიანით 10%. უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი. გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯიობესების კუთხით. მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ და გვაქვს ყველანაირი მონაცემები იმისთვსი, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14 პროცენტი შეადგინა. ამასთანავე, 2024 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89.4 ათასი კაცით (10.4%) და 952.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 40.5 ათასით გაიზარდა (9.9%) და 448.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 50.6 ათასით (18.1%) და 228.6 ათასი შეადგინა.
იხილეთ ასევე: საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 50.6 ათასი კაცით შემცირდა - საქსტატი